Tuesday, October 1, 2013

ჯვრის მონასტერი მცხეთაში

პროექტის სახელწოდება: ჯვრის მონასტერი მცხეთაში
ღმერთო,   დაიფარე   ჩემი  საქართველო.   
პროექტის მთავარი იდეა: გავეცნოთ წინაპართა ნამოღვაწარს, კერძოდ, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს
პროექტის აქტუალობა: აწმყო შობილია წარსულისაგან და „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის“
პროექტის მიზნები: ბავშვობის ასაკში ნანახს და აღქმულს სხვა ელფერი აქვს, ამიტომ მიზნად დავისახეთ ექსკურსია მცხეთის ჯვრის მონასტერში, რათა გავეცნოთ მონასტრის არქიტექტურას, მისი შექმნის ისტორიას და ეპიგრაფიკულ ძეგლს. ჩვენი დევიზია, გავიაროთ ღვაწლმოსილ წინაპართა ნაკვალევზე, ფეხი დავადგათ მათ ნატერფალს, რათა ღრმად შევიგრძნოთ მათი ნაღვაწის გემო, ვილოცოთ მათი სულებისთვის.
მოსწავლეთა ასაკი: 11 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო და ვიდეომასალა, პრეზენტაცია-მოხსენება
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ისტორიული მასალის შეგროვება,  ფოტო და ვიდეოგადაღება, პრეზენტაციისთვის მზადება
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ხელოვნება, ისტი/ სიძველისადმი პატივისცემა, პატრიოტული გრძნობის გაღვივება
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანული მოდებაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nanulimodebadze1@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanulimodebadze1.blogspot.com

No comments:

Post a Comment