მე ვარ მოდებაძე,
ჩემი გვარის ადამიანები
ძირითადად ცხოვრობენ ჭიათურის
რაიონში სოფელ კაცხ-სალიეთში. არსებობს
ამბავი, თუ როგორ გახდნენ აღნიშნულ
ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები
მოდებაძეები.
მეფესა და მის ძმას შორის მომხდარა უთანხმოება .ბრძოლაში მეფეს გაუმარჯვია, დამარცხებული
ძმა კი გახიზნულა,
თავის ამალასთან ერთად,
ზემო იმერეთში ,კერძოდ, კაცხ-სალიეთის
ტერიტორიაზე. სადაც უცხოვრიათ უგვარო
ადამიანებს.რამდენადაც დევნილები მოედვნენ
იქაურობას დაირქვეს მოდებაძეები,ადგილობრივებსაც მისცეს
მოდებაძის გვარი. თავიანთი
თავი რომ განესხვავებინათ სხვებისაგან,
დაირქვეს ბაგური,ჩემს ბავშვობაში
15 ოჯახამდე ვიყავით,
ახლაც არ არიან ბევრნი, მაგრამ
სხვა მოდებაძეებისაგან გამოირჩევიან.
მათ იციან , რომ არიან
დევნილი ბაგრატიონების შთამომავლები.
მეც ბაგური ვარ.
No comments:
Post a Comment